ირაკლი ზარქუა: „ახალი“ ნაცმოძრაობის რებრენდინგი იყო. გვარამია, ნიკანორ მელია რომელი ახალი სახეა? უბრალოდ მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს ჯგუფი დაწინაურებულიყო

ირაკლი ზარქუა: „ახალი“ ნაცმოძრაობის რებრენდინგი იყო. გვარამია, ნიკანორ მელია რომელი ახალი სახეა? უბრალოდ მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს ჯგუფი დაწინაურებულიყო

„ახალი“ ნაცმოძრაობის რებრენდინგი იყო. ეს ძველი ნაცები გვერდზე გაწიეს. გვარამია, ნიკანორ მელია რომელი ახალი სახეა? უბრალოდ მცდელობა ჰქონდათ, რომ ეს ჯგუფი დაწინაურებულიყო და მათ რა რეიტინგიც ჰქონდათ, ნაცებს შუაში გაუყვეს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ. მისი თქმით, ქართველი ხალხი გაერთიანდა, რომ ეს ძალა, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ „ქვეყანას მოშორდეს“.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ამათ დამკვეთებს პულსზე ხელი უდევთ და გრძნობენ ქართველი ხალხის განწყობებს. იმას რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ აქ არიან გარკვეული ძალები, რომელიც ფინანსდებიან იგივე ქართული ინტერესების წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ქართული ღირებულებების წინააღმდეგ, შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს კიდევ უფრო მეტად ამხილა. ვნახეთ რა სიგიჟეებს აფინანსებდა USAID-ი და ის მეორე ფონდი, რომელიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ აფინანსებდა საქართველოში. ქართველი ხალხი, ერი და ბერი გაერთიანდა, რომ ესენი მოშორდნენ ამ ქვეყანას. ოპოზიციაშიც კი არ უნდათ და ამიტომაცაა, რომ 17 კაცი შემორჩათ, რომლებიც კეტავენ [რუსთაველს] ეტყობა დაკვეთაა, რამენაირად ყოველდღე გადაკეტონ. თვითონ ლიდერების სად არიან, სადმე ჩანან ლიდერები? - არა. მარტო ეს ახალგაზრდები, რომლებსაც იყენებენ“, - აცხადებს ზარქუა.