„სირიის მეგობრების“  შეკრება პარიზში გაიმართება

„სირიის მეგობრების“ შეკრება პარიზში გაიმართება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, "სირიის მეგობართა" შეკრება პარიზში, ივლისის დასაწყისში  გაიმართება.

"იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში სიტუაცია ყოველდღიურად მძიმდება, საფრანგეთმა გადაწყვიტა ორგანიზება გაუკეთოს სირიის მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მესამე შეხვედრას. ჩვენ გვსურს ყველა ის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ სირიელ ხალხის უსაფრთხოებას, ერთად შევკრიბოთ",- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომუნიკეში.

"სირიის მეგობართა" შეხვედრები სტამბულსა და ტუნისში გაიმართა.