დავით დარჩიაშვილი: ოს და აფხაზ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა  რუსული პასპორტების და არსებითად  რუსიფიკაციის ალტერნატივა  ნახონ

დავით დარჩიაშვილი: ოს და აფხაზ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა რუსული პასპორტების და არსებითად რუსიფიკაციის ალტერნატივა ნახონ

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი აშშ-ის მიერ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილი ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტების  აღიარებას და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის განცხადებაში  სტატუს ნეიტრალური დოკუმენტების ცალკე დაფიქსირებას  მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს.

 „ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა ქართული სტრატეგიისა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და ამით საქართველოს სტრატეგია ერთის მხრივ,  საერთაშორისო დონეზე  პოულობს აღიარებას პირველ რიგში,  შეერთებული შტატების მიერ,  რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მეორეს მხრივ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ოს და აფხაზ მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა  რუსული პასპორტების და  არსებითად  რუსიფიკაციის ალტერნატივა ნახონ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

დარჩიაშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებისთვის აშშ-ის მიერ, ნეიტრალური დოკუმენტების აღიარება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუმცა დასძენს, რომ „თუკი ეს პროცესი დაიძრება და  ამ პროცესის განხორციელებას,  რაღაც  დამატებითი  საკანონმდებლო  ინიციატივები დასჭირდება ბუნებრივია, ასეთი ინიციატივები განხილული იქნება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.