გია ნოდია: სკოლებში სწავლის დონე არაა კარგი და ქვეყანამ უნდა იმუშაოს უკეთესი, რომ გახდეს

გია ნოდია: სკოლებში სწავლის დონე არაა კარგი და ქვეყანამ უნდა იმუშაოს უკეთესი, რომ გახდეს

განათლების ყოფილი მინისტრი და პოლიტოლოგი, გია ნოდია აბიტურიენტებისთვის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარების განსხვავებული სისტემის შემოღებას დადებითად აფასებს.

ნოდიას განცხადებით, ამით ეროვნული გამოცდები არ უქმდება და უნარების გამოცდა, ეს ტესტი ნარჩუნდება და ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება სწორია, იმიტომ რომ ადრე აბიტურიენტები სამ გამოცდას აბარებდნენ, შემდგ 4 გამოცდას, შემდგე 8 + 4  და ახლა იქნება 8 +1.  ჩემი აზრით, ეს სავსებით ადეკვატრია“, - განაცხადა ნოდიამ.

რაც შეეხება, სკოლის დონე უზურველყოფს თუ არა  აბიტურიენტების უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვის მომზადებას,  ნოდიას განცხადებით, სკოლებში განათლების დონე მაღალი არაა.

„ეს ამ  ახალ სისტემაზე  არაა დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩვენს  სკოლებში სწავლის, განათლების დონე არაა კარგი და ქვეყანამ უნდა იმუშავოს უკეთესი, რომ გახდეს, მაგრამ ეს ზოგადო პრობლემაა, რომელიც ძალიან დიდი ხანია არსებობს“, - განაცხადა ნოდიამ.

შეგახსენებთ, მომავალი წლიდან  აბიტურიენტთა უნივერსიტეტებში განსხვავებული სისტემით ჩაბარებაზე განცხადება გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.