ევროპის საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის დირექტორის საბინა ფრეიზერის განცხადებით, არსებობს იმის რეალური საშიშროება, რომ ყარაბაღის კონფლიქტი კონტროლიდან გამოვიდეს და სამხედრო ოპერაციები დაიწყოს.
„ აზერბაიჯანი და სომხეთი დაიწყებენ სამხედრო ოპერაციებს იმისთვის, რომ შური იძიონ. როგორც კი ეს მოხდება, მხარებს გაუჭირდებათ უფსკრულის პირიდან თავის დაღწევა და სწრაფად ომის მოგება.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სახელმწიფო მდივანმა ასე ხმამაღლა განაცხადა თავისი სურვილის შესახებ, პირდაპირ ჩართულიყო კონფლიქტში. იმედი მაქვს, რომ ამერიკა ამ პრობლემაში უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. თუ სომხეთმა და აზერბაიჯანმა თვითონ არ მოინდომეს ამ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება, ვერც ევროპა, ვერც ამერიკა და ვერც რუსეთი ამას ვერ დააძალებს“,-განაცხადა ფრეიზერმა სააგენტო Turan-თან საუბარში.