საზოგადოებრივი მაუწყებელი  2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ  კონკურსს  აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს შინაშესარჩევ კონკურსს, 2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ნიჭიერ ბავშვებს მთელი საქართველოდან. 

კონკურსში მონაწილეთა ასაკი განისაზღვრება 10-დან 15 წლამდე. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ფოტო, ბიოგრაფია და სიმღერა საკუთარი რეპერტუარიდან. განაცხადები მიიღება 29 ივნისამდე. 

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის „ევროვიზია ჯუნიორი“ წარმატებული აღმოჩნდა. საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული მეორედ გახდა. 2011 წელს საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა „ქენდიმ“, ხოლო 2008 წელს ჯგუფმა „ბზიკებმა“ გამარჯვება მოიპოვეს. 

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია მასპინძლობს. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) და ჰოლანდიის მაუწყებელმა (AVRO) გაახმოვანეს, რომ კონკურსი 2012 წლის პირველ დეკემბერს „ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში“ (HMH) ჩატარდება.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს: www.1tv.ge; www.gpb.ge; junior.eurovision-georgia.ge