კახა კალაძე:   ჩვენ  მოვალთ გაერთიანებულნი, ერთ მუშტად შეკრულნი და ის ოცნება, რასაც ქართული ოცნება ქვია ახდება

კახა კალაძე: ჩვენ მოვალთ გაერთიანებულნი, ერთ მუშტად შეკრულნი და ის ოცნება, რასაც ქართული ოცნება ქვია ახდება

კოალიცია ქართული ოცნების“ წევრი, კახა კალაძე დღეს, სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრამდე მან ქალაქის ახალაშენებული ეკლესია მოილოცა, შემდეგ კი კოალიციის ოფისში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.
როგორც კალაძემ დღევანდელ გამოსვლაში აღნიშნა, ორშაბათიდან სამტრედიიდან შეეცდება მათთვის „ქართული ოცნების“ ახდენას. მისი თქმით, ქართული საზოგადოება მხოლოდ ნაციონალურ არხებს უყურებს და ქვეყანაში მიმდინარე რეალობა არ იცის, სწორედ ამიტომ კოალიცია რეგიონებში გასვლას იწყებს.
„ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში თუ სოფელში, თითოეულ მოქალაქეს და ოჯახს, გავაგებინებთ რა არის დღეს, რეალობა და რა არის ჩვენი მომავალი“, - განაცხადა კალაძემ.
მან გამოსვლაში საარჩევნო კამპანიაში ახალგაზრდების ჩართულობაზე და როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი ჩართვა ასეთ ღონისძიებებში მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის.
კოალიციის წარმომადგენელმა მხარდამჭერებს ის გეგმაც გააცნო, რომელსაც კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში განახორციელებს.
„ეს ეხება პენსიას, დაზღვევას და სხვადასხვა მიმართულებებს. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ თითოეულ ქართველს გვექნება უფასო დაზღვევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს თუნდაც უბრალოდ ტრამვის მიღების შემთხვევაშიც კი საშუალება ექნება მივიდეს და იმკურნალოს“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, მას კიდევ ბევრი რამის წარდგენა უნდა მხარდამჭერებისთვის, მაგრამ ამის უფლება ამ ეტაპზე არ აქვს, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ორშაბათიდან ხალხში ფართომაშტაბიანი გამოსვლის შემდეგ, მათ დეტალურად გააცნობს ყველაფერს.
„ჩვენ ყველანი მოვალთ გაერთიანებულნი, ერთ მუშტად შეკრულნი და ის ოცნება, რასაც ქართული ოცნება ქვია ახდება“, - დასძინა კალაძემ.