ДДТ ქართველი მსმენელის წინაშე ხვალ წარსდგება (VIDEO)

ДДТ ქართველი მსმენელის წინაშე ხვალ წარსდგება (VIDEO)

ხვალ, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალის „Tbilisi Open Air 2012“ - ის ფარგლებში, მთაწმინდაზე, „თბილისი ველში“ რუსული როკ ჯგუფის  ДДТ-ს კონცერტი  გაიმართება.

ჯგუფი საქართველოს გუშინ ესტუმრა. ДДТ-ს სოლისტმა, იური შევჩუკმა 3 ივნისის კონცერტის „ფლეილისტი“ „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე შეადგინა. მან ქართველ ჟურნალისტებს ჰკითხა, თუ რის მოსმენას ისურვებდნენ ისინი.

ხვალინდელ კონცერტზე ДДТ-ს  შეასრულებს სიმღერებს, სხვადასხვა, ალბომიდან. მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენციაზე  პოლიტიკურ თემატიკაზე კითხვების დასმა იკრძალებოდა,  შევჩუკი თავად შეეხო პოლიტიკის თემას. გაიხსენა 2008  წლის კონცერტი „არ ისროლო“,  რომელიც ოსებთან, ქართველებთან და უკრაინელებთან ერთად მომზადდა.

ДДТ-ს  სოლისტმა აღნიშნა, რომ ის ომის მომხრე არ არის და სურს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოგვარდეს.