ხვალ, 3 ივნისს თბილისის თოჯინების მუზეუმი გამოფენა „დავამსხვრიოთ ეპილეფსიის სტიგმა“ უმასპინძლებს. გამოფენა ეპილეფსიის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს ახალგაზრდა ეპილეფტოლოგთა კავშირთან ერთად ტარდება.
გამოფენის დევიზია,- „მე მაქვს ეპილეფსია და მიუხედავად ამისა, მე ვარ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი“.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ორი განსხვავებული ხედვის მქონე მხატვრის - მიშა იაშვილისა და ელენე გამგონიძის ნამუშევართა გამოფენა. მათ, პროფესიის გარდა, საერთო მდგომარეობა - ეპილეფსია აკავშირებთ. ისინი საზოგადოების სრულფასოვანი საზოგადოების აქტიური წევრები არიან, ქმნიან ხელოვნების ნიმუშებს, მიაღწიეს საკმაოდ დიდ წარმატებას და დღეს მთელი საზოგადოების წინაშე ხმამაღლა აცხადებენ იმას, რაც მათი მდგომარეობის მქონე პირების უმრავლესობისათვის ჯერ კიდევ წარმოუდგენელია.