„წიგნები ბავშვებს“-აქცია სუხიშვილების სკვერში

„წიგნები ბავშვებს“-აქცია სუხიშვილების სკვერში

დღეს და ხვალ, აღმაშენებლის გამზირზე, სუხიშვილების სახელობის სკვერში გაიმართება აქცია „წიგნი ბავშვებს“. აქციის მიზანი ბავშვებში წიგნის პოპულარიზებაა. საბავშვო წიგნების გაიყიდება დიდი ფასდაკლებით, ასევე გაიმართება სახალისო ვიქტორინები, რომლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან წიგნებით.

 ღონისძიებაში მონაწილეობენ წიგნის სადისტრიბუციო კომპანია „წიგნის სამყარო“, მერიის მთავარი ბიბლიოთეკა და მწერალთა კავშირის გამომცემლობა.  ეს ორგანიზაციები და აქციაში მონაწილეები მოიტანენ წიგნებს „წიგნის ფონდისთვის“. მასში მოგროვებული წიგნები კი, ბავშვთა სოციალურ ჯგუფებს გადაეცემათ.

აქციის ფარგლებში ახალგაზრდა პოეტები წაიკითხავენ საკუთარ და ცნობილ პოეტთა ლექსებს. გამოიფინება ბავშვების ნახატებისა და ხელნაკეთობების გამოფენა-გაყიდვა. ასევე  სხვადასხვა სტუდიის აღსაზრდელი ბავშვების მონაწილეობით გაიმართება „ცოცხლად ხატვა“.

     აქცია  მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. მხატვარი და პოეტი ბავშვები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო საჩუქრებით: ნატურალური ქვებისგან გაკეთებული ჯვრის კოპოზიციებით (ჩარჩოებში)და ხატვის აქსესუარებით: ფანქრების, პასტელების, აკვარელის კომპლექტებით.

დღევანდელი აქციის ბოლოს, 17:00 საათზე კომპოზიტორთა კავშირის დარბაზში მოეწყობა ბავშვთა ფოლკორული და საესტრადო კოლექტივების კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებს პოეტი, მამა პეტრე კვარაცხელია და ისრაელში მცხოვრები პოეტი ნანა შაბათაშვილ-დავარი.