ჰარისონ ფორდმა მილიონ დოლარად ნაყიდი სახლი 8,195 მილიონ დოლარად გაყიდა(VIDEO)

ჰარისონ ფორდმა მილიონ დოლარად ნაყიდი სახლი 8,195 მილიონ დოლარად გაყიდა(VIDEO)

კალიფორნიის შტატის  ქალაქ ბრენტვუდში 8,195 მილიონ დოლარად ჰოლივუდის, ერთ-ერთი, ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის  ჰარისონ ფორდის საცხოვრებელი სახლი  გაიყიდა. სახლი გამორჩეული იმითაა, რომ ის  მსახიობის სურვილით სპეციალურ, განსაკუთრებულ თავშესაფრადაა მოწყობილი.  სახლი ყველანაირი თავდასხმისგან დაცულია.

ჰარისონ ფორდმა ეს სახლი 1993 წელს, მხოლოდ 1 მილიონ დოლარად  შეიძინა და მასში დაახლოებით 30 წელი დაჰყო. 

2012 წლის აპრილში ჰარისონმა მისი გაყიდვის განცხადება გააკეთა, სახლი 8,295 მილიონ დოლარად იყიდებოდა. როგორც ჩანს, მისმა მყიდველმა 100 ათას დოლარიანი ფასდაკლებითაც ისარგებლა.

ორსართულიანი სახლი 1951 წელს ცნობილი არქიტექტორის  ჟერარდო კოლკორსის მიერაა აშენებული.

სახლის ეზოში დგას რამდენიმე პატარა სახლი სტუმრებისთვის, საცურაო აუზები, ხეები და გაზონი.