ევა ლანგორია ბექჰემების გოგონას მონათლავს (VIDEO)

ევა ლანგორია ბექჰემების გოგონას მონათლავს (VIDEO)

ამერიკელი მოდელი და მსახიობი ევა ლანგორია ვიქტორია ბექჰემის შვილის, ჰარპერის ნათლია გახდება. როგორც თავად ლანგორია ამბობს,   ბექჰემების ამ მოულოდნელმა შემოთავაზებამ  ძალიან გაახარა,-„მათი  დიდი სურვილი  იყო ჰარპერის ნათლია გავმხდარიყავი. რა თქმა უნდა, მაშნვე დავთანხმდი ამ  სასიამოვნო შემოთავაზებას“.

ნათლობის ცერემონია დიდ ბრიტანეთშ გაიმართება.

ვიქტორია და დევიდი ჰარპერის დაბადებამდეც ფიქრობდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდნენ  ბავშვის სულიერი მშობლები. კანდიდატებს შორის იყვნენ,  ჰაიდი კლუმი სილთან ერთად და პრინცი უილიამი ქეითთან ერთად. თუმცა დევიდმა გადაწყვიტა ჰარპერი ოჯახის დიდი ხნის მეგობარს ევა ლანგორიას მოენათლა

ევა ჰარპერს დაბადებიდანვე  დიდ ყურადღებას აქცევდა  და ხშირად უვლიდა მას. ფეხბურთის მატჩებს, რომელსაც ევა ყოველთვის ესწრებოდა,  თითქმის არ უყურებდა, რადგან მთელი თამაშის განმავლობაში, დროს ბავშვთან ერთად ატარებდა.

ევას ჯერჯერობით არ ჰქონია დედობის ბედნიერება, თუმცა როგორც ის აღნიშნავს ჰარპერისთვის ის  მეორე დედასავით იქნება. „მე ძალიან მინდა შვილები მყავდეს, მიყვარს ოჯახური, მშვიდი გარემო  - ეს მართლაც ჩემი  დიდი სურვილია“- გულახდილად ამბობს ლანგორია ჟურნალისტებთან.