პრინცი ჩარლზი დედოფალ ელიზაბეტ II-ზე  გადაღებულ ფილმში მონაწილეობს(VIDEO)

პრინცი ჩარლზი დედოფალ ელიზაბეტ II-ზე გადაღებულ ფილმში მონაწილეობს(VIDEO)

პრინცი  ჩარლზი მონაწილეობს  დედოფალ ელიზაბეტ II-ის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადაღებულ  „ბი-ბი-სის“ დოკუმენტურ ფილმში.  სადაც მაყურებელი პრინცის მოგონებებთან ერთად,  სამეფო ოჯახის აქამდე უცნობ ვიდეოჩანაწერებსაც იხილავს.  მათ შორისაა ოჯახური დასვენების დროს გადაღებულ,  9 წლის ჩარლზისა და მისი უმცროსი დის, პრინცესა ანას ვიდეოკადრები, რომელიც 1957 წელს ნორფოლკშია გადაღებული.  და-ძმასთან ერთად  ვიდეოკადრებში ჩანს დედოფლის საყვარელი ძაღლიც, რომელიც ბავშვებს შორის არხეინად  დარბის.

ჩარლი დოკუმენტურ ფილმში მაყურებელს დედოფალთან დაკავშირებულ, სხვებისთვის უცნობ, საინტერესო მოგონებებს მოუყვება. მთელ ფილმს ჩარლზის კომენტარები გასდევს, ერთ-ერთ მომენტში კი ისმის სიტყვა „დედა“,- რომელსაც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები საუბარში ძალიან იშვიათად, ან საერთოდ არ იყენებენ.

ფილმს დიდი ბრიტანეთის დედოფლის 60 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებების გრანდიოზულ დახურვამდე, რამდენიმე დღით ადრე  აჩვენებენ.