ჟან-პოლ გოტიემ  სპეციალურად მადონასთვის სასცენო კოსტიუმი შექმნა (VIDEO)

ჟან-პოლ გოტიემ სპეციალურად მადონასთვის სასცენო კოსტიუმი შექმნა (VIDEO)

გუშინ, თელავივში  მადონას მსოფლიო ტურნის ფარგლებში  პირველი კონცერტი გაიმართა. როგორც ცნობილი გახდა,  მომღერალი სიმღერა „Vogue“ -ს შესრულებისას  სპეციალურად მისთვის, ჟან პოლ გოტიეს მიერ შექმნილ სასცენო კოსტიუმში იქნება გამოწყობილი. კოსტიუმის ესკიზებში ჩანს, რომ სამოსი: თეთრი პერანგის, შავი შარვლისა და ვიწრო კორსეტისაგან შედგება.

დიზაინერმა,  პოპ-ვარსკვლავისთვის სპეციალურად, უკვე მეორე კოსტიუმი შექმნა. გოტიეს მიერ შექმნილი აბრეშუმის კოსტიუმი მადონას  პირველად  1990 წლის მსოფლიო ტურნეზე- Blond Ambition ეცვა.  მაშინ დიზაინერმა ხაზი მადონას  ქალურ სილუეტს აბრეშუმის ქსოვილით გაუსვა.

შეგახსენებთ, მადონას ახალი ალბომის M.D.N.A. -ს  მხარდამჭერმა მსოფლიო ტურნემ სტარტი ისრაელიდან აიღო. ტურნე 2013 წლამდე გაგრძელდება და ის რამდენიმე კონტინენტს მოიცავს.

კონცერტი ისრაელში ყველაზე დიდი სტადიონზე, რამატ-განზე ჩატარდა. სტადიონზე მინიმუმ 40 ათასი ადამიანი ეტევა. სტადიონზე დამონტაჟებული იყო 800 მეტრიან სცენა. პოპ-დივა მსმენელის წინაშე ყოველი სიმღერის შემდეგ სცენის დეკორაციებს იცვლიდა.