The Great Gatsby-ს პირველი თრეილერი(VIDEO)

The Great Gatsby-ს პირველი თრეილერი(VIDEO)

როგორც იქნა,  გამოჩნდა  სკოტ ფიცჯერალდის ამავე სახელწოდების ნაწარმოების, The Great Gatsby-ს ეკრანიზაციის პირველი ოფიციალური თრეილერი. დასრულებული ფილმის ნახვას მაყურებელი,  სავარაუდოდ, დეკემბრის თვეში შეძლებს.

 ფილმი მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ნიუ იორკის ცხოვრებას აცოცხლებს. ის, გამოუცნობი მილიონერის დრამატული ცხოვრების, წარმატებისა და სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს.

სიუჟეტის მთავარი გმირი,   ჯეი გეთსბი ოდესღაც ახალგაზრდა ქალზე – დეიზი ბიუკენენზე იყო შეყვარებული.  რვა წლის შემდეგ, საიდუმლო გზით გამდიდრებული გეთსბი, კვლავ გამოჩნდება ლონგ-აილენდზე და კუნძულის მოდურ საზოგადოებას მყუდრიებას ურღვევს, რათა საყვარელი ქალბატონის გული კვლავ მოინადიროს.

ფილმის რეჟისორია  ბაზ ლურმანი. დრამაში მთავარ როლებს  ლეონარდო დიკაპრიო, ტობი მაგუაერი, კერი მულიგანი და ისლა ფიშერი ასრულებენ.  თავდაპირველად ფილმის გადაღებები „საიდუმლოდ“ მიმდინარეობდა. შემდეგ გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა მაყურებლისთვის მთავარი როლის შემსრულებლები წარედგინა. ბოლოს ფილმიდან პირველი ფოტოკადრები გამოჩნდა, რის მიხედვითაც შესაძლებელი გახდა გრიმის, დეკორაციისა და კოსტიუმების შეფასება.

შეგახსენებთ,  The Great Gatsby-ს პირველი ეკრანიზაცია 1974 წელს ჯეკ კლეიტონმა გადაიღო. მასში მთავარ როლებს,- რობერტ რეთფორდი, მია ფეროუ, ბრუს დერნი, სკოტ უოლსონი და სხვები ასრულებდნენ.