ზვიად ძიძიგური: ზღულაძის მოწოდება დადასტურებაა, რომ სამსახურიდან იმ ადამიანებს ათავისუფლებდნენ, რომლებსაც  სხვაგვარი პოზიცია აქვს

ზვიად ძიძიგური: ზღულაძის მოწოდება დადასტურებაა, რომ სამსახურიდან იმ ადამიანებს ათავისუფლებდნენ, რომლებსაც სხვაგვარი პოზიცია აქვს

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრის და „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, მოწოდება, რომ „ადმინისტრაციულ სტრუქტურებმა და საჯარო სკოლებმა არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეაჩერონ“ იმის დადასტურებას  წარმოადგენს, რომ პოლიტიკური ნიშნით დევნა ნამდვილად ხდება.

„ეს აბსოლუტურად დადასტურებაა იმის, რომ ასეთი ტიპის გათავისუფლებები და შემცირებები მიმდინარეობდა და მხოლოდ იმ ადამიანებს ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, რომელსაც პოლიტიკურად სხვაგვარი პოზიცია და შეხედულებები აქვს. ამიტომ შს მინისტრის მოადგილის განცხადება ფაქტიურად, შეიძლება იმ ფაქტის დადასტურებად ჩავთვალოთ, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ოპოზიციური პარტია და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია აფიქსირებდა“, - განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის,უწყებათაშორისი კომისიის  „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის“ წევრი,  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ეკატერინე ზღულაძე  ადმინისტრაციულ სტრუქტურებს და საჯარო სკოლებს, არჩევნების დასრულებამდე დაგეგმილი ან მიმდინარე შემცირების პროცესი შეჩერებისკენ მოუწოდებს.

ზღულაძე განმარტავს, რომ შემცირების პროცესის შეჩერება აუცილებელია იმისთვის, რომ  ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები მოიხსნას.