ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილს ვაჟი შეეძინათ

ანფისა ჩეხოვასა და გურამ ბაბლიშვილს ვაჟი შეეძინათ

ცნობილ რუს ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვასა და ქართველ მსახიობ გურამ ბაბლიშვილს ვაჟი შეეძინათ. ახალბედა მამის განცხადებით, ყველაფერი კარგადაა და დედა-შვილი თავს მშვენივრად გრძნობენ.  ბავშვი მოსკოვის, ერთ-ერთ, კლინიკაში დაიბადა. ის ნამდვილი გოლიათია, - წონა 4,100 გრამია, ხოლო სიმაღლე  51 სმ.

„უზომოდ ბედნიერები ვართ და შვილის გარდა, ახლა არაფერზე ვფიქრობთ, ბავშვს შინ უკვე საგულდაგულოდ მოწყობილი საკუთარი ოთახი ელოდება“,- ამბობს გურამ ბიბილური.

მისივე თქმით, თუ ანფისა წინააღმდეგი არ იქნება, ბავშვს  ქართულ სახელს დაარქმევენ  და ის გვარსაც მამისას ატარებს.