გამოფენა „ჩეჩნეთის გზაზე“

გამოფენა „ჩეჩნეთის გზაზე“

 „თბილისის ფოტოფესტივალი 2012“-ის ფარგლებში, დღეს,  20:00 საათზე, ეროვნულ გალერეაში  გაიხსნება გამოფენა სახელწოდებით ,- „ჩეჩნეთის გზაზე“.

 ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვან სტენლი გრინის ფოტონამუშევრები.

 თბილისის მე-3 ფოტოფესტივალის საპატიო სტუმარი ნიუიორკელი ფოტოგრაფი კავკასიაში ჩეჩნეთის ომის თემაზე თავის პირველ გამოფენას დაესწრება.