ირანი კოსმოსში მაიმუნს უშვებს

ირანი კოსმოსში მაიმუნს უშვებს

ირანი კოსმოსში აპირებს კოსმოსურ ხომალდის Kavoshgar-5-ს გაშვებას, რომელიც თან 300 გრამიან კაფსულაში ჩასმულ მაიმუნს წაიყვანს. ხომალდი სტარტს 2012 წლის ზაფხულში აიღებს.

„ამჟამად მიმდინარეობს რაკეტის ტექნიკური დათვალიერება-დასრულების პროცესი, მაიმუნი კი სპეციალურ მომზადების კურსს გადის“,-განაცხადა ირანის კოსმოსური სააგენტოს ხელმძღვანელმა ჰამიდ ფაზელმა.

ირანი 2020 წელს კოსმოსში ადამიანის გაშვებასაც აპირებს. 2010 წელს კი კოსმოსური ხომალდით Kavoshgar-3-ით ვირთხების, კუებისა და ჭიების გაშვება წარუმატებლად დასრულდა.