სვირინგები - ცნობილი სელებრითების თამამად მოხატული სხეული

სვირინგები - ცნობილი სელებრითების თამამად მოხატული სხეული

 

 ცხელი ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მოდური სვირინგები ისევ აქტუალური ხდება. პოპულარული ადამიანების უმეტესობა ტატუს არა მხოლოდ სეზონურად ატარებს, არამედ მასზე უარს უბრალოდ არასდროს ამბობს.

 ტატუების ისტორია ფესვებს პრიველყოფილი წყობილებიდან იღებს. მაშინ ტანზე ნახატი არა მარტო სხეულის მოკაზმულობას, არამედ გვარს აღნიშნავდა და მაგიური ძალით იყო დაჯილდოებული. ნახატები ვარსკვლავების სხეულზე სულიერ სიბრძნეზე და ცხოვრების ყველაზე მთავარ მოვლენებზე მეტყველებს: ქორწინება, ბავშვების დაბადება, წარმატებებს კარიერაში და ა.შ. ცნობილია ციტატა: „მანახე ადამინი ტატუთი და მე განახებ ადამიანს საინტერესო წარსულით“.   

 გადავხდოთ რამდენიმე ვარსკვლავის წარსულ ცხოვრებასა და მათ ტატუირებულ სხეულებს. ვნახოთ, სელებრითების სვირინგები, რომლებიც მათ ძალიან უყვართ და უხდებათ კიდეც.

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ანჯელინა ჯოლი, რომელსაც ლამის მთელი სხეული მოსვირინგებული აქვს. ანჯელინას 13 ტატუ აქვს და ის  ყველაზე ტატუირებულ სელებრითად ითვლება. არავინ იცის რას მალავას მსახიობი უცხო თვალისგან, თუმცა იმას თამამად ამბობს, რომ მისთვის „ტატუები მთელი ცხოვრების გაელვებაა“.  პირველი ტატუ მსახიობმა მარცხენა მხარზე გაიკეთა, ნახატად კი იაპონური იეროგლიფი „სიკვდილი“ აირჩია. მას ზურზე ამოსვირინგებული აქვს ბენგალური ვეფხვი, ოდნავ ზემოთ-შუმერული შელოცვა, რომელიც მსახიობის აზრით, მის შვილებს უბედურებისგან იცავს. მაღლა ზურგზე აქვს წარწერა,- „იცოდე შენი უფლებები“, ხოლო, მარჯვენა ხელზე კი, იმ ადგილის კოორდინატები, სადაც მისი თითოეული შვილი დაიბადა.

 რაც შეეხება ეპატაჟურ მომღერალ  ლედი გაგას, მას  მარცხენა ხელზე მისი საყვარელი პოეტის რილკეს  შემდეგი სიტყვები აწერია,-„და ღამის ყველაზე ბნელ წამს აღიარე: მოკვდები თუ არა, თუ ქმნას აგიკრძალავენ? შენს გულს ჩაუღრმავდი, სადაც ფესვები გაუდგამს პასუხს და ჰკითხე ტავს:უნდა შექმნა თუ არა?”

 24 წლის პოპ-ვარსკვლავ რიანას კისერზე ვარსკვლავები აქვს ამოტვიფრული, მარჯვენა ბეჭზე კი დიდი ლათინური ასო „R“ . მარჯვენა ხელსა და მკერდის მარჯვენა მხარეს სარკისებურად აწერია ფრაზა,- „წარუმატებლობა - არასოდეს, ეს მხოლოდ გაკვეთილია”

ცნობილი მსახიობი მეგან ფოქსი, მარჯვენა მხარზე ატარებს წარწერას,- „We will all laugh at gilded butterflies“, რომელიც ძველი ინგლისურით, გოთიკურ სტილშია დაწერილი. ამავე სტილში შესრულებილი წარწერით აქვს ტატუ მარცხენა ფერდის მხარეს,- „there once was a littlegirl who never knew love until a boy broke her HEART“.  მსახიობს ფეხზე აქვს ვარსკვლავის და მთვარის გამოსახულების ტატუ. კისრის მარჯვენა მხარეს კი, ჩინური იეროგლიფით შესრულებული სიძლიერის სიმბოლო. ფოქსს  მოშორებული აქვს რამდენიმე ტატუ,  მათ შორის, მარჯვენა მკლავზე გამოსახული მერლინ მონრო.

 პამელა ანდერსონს ეკლიანი მავთულის სახის ტატუ საბედისწეროდ ექცა, რადგან ამ ტატუს გაკეთების შემდეგ, მსახიობს ქმრისგან, ტომილი ლისისგან C ჰეპატიტი გადაედო.

საქმე იმაშია, რომ ქორწინების მერე მექსიკაში გამგზავრებულ წყვილს, ტატუ-სალონში ნემსი არ გამოუცვალეს და სვირინგი ჯერ C ჰეპატიტით დაავადებულ ტომილის გაუკეთეს, შემდეგ კი პამელას.

პენელოპა კრუსის სხეულზე არსებული ტატუს „883” მნიშვნელობის შესახებ ლეგენდები დადის. მსახიობი კი მის საიდუმლოს დღემდე  არ ამხელს.

სვირინგების სიმრავლით გამოირჩევა ასევე ჰოლივუდის მსახიობი ჯონი დეპი, რომელმაც პირველი ტატუ 17 წლის ასაკში გაიკეთა. როგორც ცნობილია, მსახიობს ინდური ფესვები აქვს. სწორედ ამიტომ, მას ხელზე ახატია ინდოელის თავის გამოსახულება ფრთებით.

მკლავზე აქვს წარწერა „Winona Forever“.  ეს ტატუ მან თავის ყოფილ შეყვარებულს ვაინონა რაიდერს მიუძღვნა. მოგვიანებით, ჯონის ტატუს წაშლა სურდა, თუმცა მოგეხსენებათ ეს არც ისე ადვილია. სწორედ ამიტომ, მან გადაწყვიტა სიტყვა „Winona“ „Wino“-დ გადაეკეთებინა. შემდეგი ტატუ მსახიობს მკლავზე აქვს, გულის გამოსახულება წარწერით BETTY SUE. ეს ტატუ ჯონიმ დედას მიუძღვნა. მას ასევე გაკეთებული აქვს, ტატუები თავის ქალის გამოსახულებითა და წარწერით „სიკვდილი გარდაუვალია“(Death is Certain), ციფრი სამიანი მარცხენა ხელზე. სამი ოთხკუთხედი თითზე, რომელიც ჯონიმ 1994 წელს დაიხატა და ფიქრობს, რომ ის მისთვის უსაფრთხოების სიმბოლოა. ასევე წარწერები,- „სიმამაცე“,  „ლილი როუზი“, რომელიც თავის გოგონას მიუძღვნა.  მკლავზე ამოისვირინებული აქვს მერცხალი მზის ფონზე, რომელიც „კარიბის ზღვის მეკობრეების“ გადაღებების დასრულების შემდეგ გაიკეთა.

ცოლ-ქმარი დევიდ და ვიქტორია ბექჰემები,  მაჯაზე ერთმანეთის ინიციალებს ატარებენ. თუმცა ეს არ ეყო დევიდს. მას ხელზე ამოტვიფრული აქვს ბიბლიური სიმღერის ციტატა: „ჩემი საყვარელი მეკუთვნის მე და მე ვეკუთვნი ჩემს საყვარელს”, იგივე  ტატუ აქვს ვიკტორიასაც თუმცა კისრის ქვემოთ.

სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე ტატუ ცნობილი სელებრითების დაახლოებით 80 პროცენტს აქვს, მათ შორის არიან: ბრეტ პიტი, ადრიოანა ლიმა, მაიკ ტაისონი, ფინქი, რობი უილიამსი, ნიკოლ რიჩი, ჰილარი დაფი, ავრილ ლავინი, შერონ სტოუნი, ქრისტინა აგილიერა, მაილი საირუსი, სკარლეტ იოჰანსონი, სილვესტერ სტალონე, ჰაიდი კლუმი და ა.შ.