Financial Times:  რუსეთი ნელ-ნელა კარგავს «დერჟავის“ იმიჯს მსოფლიოში

Financial Times: რუსეთი ნელ-ნელა კარგავს «დერჟავის“ იმიჯს მსოფლიოში

ბრიტანული პრესის ვარაუდით,  იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა არ შეიცვალა თავისი პოზიცია და გააგრძელა სირიის პრეზიდენტის, რომელიც თავის მოქალაქეებს ხოცავს, მხარდაჭერა, მაშინ მსოფლიომ უნდა გადახედოს რუსეთის როლს თანამედროვე მსოფლიოში. ჯგუფი „G+1”არ გახდება „დიდი რვიანი“, სანამ რუსეთი არ დაიწყებს ქმედებას, როგორც მომწიფებულ დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება.

 Financial Times-ის აზრით, რუსეთი სულ უფროდაუფრო კარგავს „ძლიერი დერჟავის“ იმიჯს მსოფლიოში, როდესაც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ოპოზიციის საპროტესტო მიტინგები დასავლეთის შპიონების მიერაა მხარდაჭერილი, როდესაც ქვეყნის პირველი პირი აცხადებს, რომ მხოლოდ იმიტომ არ წავიდა კემ-დევიდში გამართულ „დიდი რვიანის“ შეხვედრაზე, რომ მთავრობის ფორმირება ჰქონდა მოსაგვარებელი და კიდევ იმიტომაც კარგავს იმიჯს, რომ აგრძელებს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდაჭერას, რომელსაც ქალაქ ჰულაში განხორციელებული სისხლიანი ტერაქტისთვის,  მთელმა მსოფლიომ პროტესტი გამოუცხადა.