Nude -ს ახალი არომატისთვის გაშიშვლებული რიანა(VIDEO)

Nude -ს ახალი არომატისთვის გაშიშვლებული რიანა(VIDEO)

გასული კვირის ბოლოს, პოპ-ვარსკვლავმა რიანამ  გულშემატკივრებს სასიამოვნო სიურპრიზი, იმ ფოტოსესიის სახით მოუწყო, რომელიც მომღერალს ახალი არომატის Nude -ს სარეკლამო კაპმანიის ფარგლებში გადაუღეს.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფოტოსესია გაცილებით თამამი, პროვოკაციული და სექსუალურია, ვიდრე  Armani-ის საცვლებში გადაღებული რიანას ფოტოები. თუ Armani-ის  რეკლამისთვის მომღერალმა მინიმალური სამოსი მაინც დაიტოვა, Nude-ს არომატისთვის ის ბოლომდე გაშიშვლდა.

რიანას ამ სვლამ ახალი არომატის ირგვლივ აჟიოტაჟი უკვე გამოიწვია. ეს ალბათ, ის წინასწარჩაფიქრებული პიარსვლაა, რომელიც მომღერალმა ზუსტად გათვალა.

სუნამო გაყიდვაში 2013 წელს გამოვა. იქამდე კი, შეგახსენებთ, რომ  24 წლის მომღერალი, უკვე მესამე სუნამოს უშვებს. მისი „Reb'l Fleur“ და  „Rebelle“ , უკვე დიდი ხანია სუპერწარმატებით სარგებლობენ.