ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადასაღებად ბრუნდება

ბოლივუდი საქართველოში ფილმის გადასაღებად ბრუნდება

ბოლივუდი საქართველოში უკვე, მეორე ფილმის გადაღებას იწყებს. შემოქმედებითი ჯგუფი უკვე თბილისშია და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფილმის სცენართან დაკავშირებით.

ბოლივუდმა საქართველოში ერთი ფილმი, „ბილა 2“  შარშან გადაიღო. პროდიუსერის განცხადებით, ახალი სურათი „ბილა2“- ისგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

დღეს ბოლივუდიდან ჩამოსული გადამღები ჯგუფი, ქართულ კინოკომპანია „მეტროს“ წარმომადგენლებთან ერთად, ლოკაციის ადგილების შესარჩევად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს, მათ შორის სვანეთს, რაჭასა და კახეთს მოინახულებენ.