ედიშერ სავიცკის კონცერტი კონსერვატორიაში

ედიშერ სავიცკის კონცერტი კონსერვატორიაში

 დღეს, 19:00 საათზე,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში, თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში  ცნობილი ქართველი პიანისტის ედიშერ სავიცკის კონცერტი გაიმართება.

პროექტი ითვალისწინებს საზღვარგარეთ წარმატებული ცნობილი ქართველი მუსიკოსების ტურნეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  მუსიკოსები კონცერტების გარდა, სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებს მასტერკლასებსაც ჩაუტარებენ. პროექტის მიზანია კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და  რეგიონების მუსიკალურ სასწავლებლებში პროფესიული დონის ამაღლება.

 ედიშერ სავიცკი 1976 წელს თბილისში, მუსიკოსთა ოჯახში დაიბადა. ნიჭიერთა ათწლედის წარმატებით დასრულების შემდეგ სწავლა, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გააგრძელა. 1994-1995 წლებში გახდა საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიისა და გრანტის მფლობელი, ხოლო 1995 წელს - საქველმოქმედო პროგრამის „ახალი სახელები“ ლაურეატი.