„თიბისი ბანკის“ საიუბილეო კინოპროექტის გადაღებები გრძელდება

„თიბისი ბანკის“ საიუბილეო კინოპროექტის გადაღებები გრძელდება

„თიბისი ბანკის“  საიუბილეო კინოპროექტის გადაღებები გრძელდება. კინოპროექტ „20/12“ ფარგლებში დღეს, მეხუთე ფილმის „რიგი“ გადაღება დაიწყება. ფილმის რეჟისორია ანა ციმინტია, სცენარი ზურაბ ქარუმიძის ნოველის მიხედვით შეიქმნა და მისი ავტორია ანასტასია პატარიძე. სიუჟეტის მიხედვით ფილმის მთავარი პერსონაჟი ორი თვე ეძებს საბერძნეთიდან გამოგზავნილ ამანათს და ივნისის ცხელ დღეს ფოსტის გრძელ რიგში დანარჩენ ორმოც მოქალაქესთან ერთად აღმოჩნდება.

გადაღების პროცესს ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე ხელმძღვანელობს.

 12 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში გამარჯვებული კინემატოგრაფისტები გადაიღებენ,  წლის ბოლოს ერთ სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმად შეიკვრება და მას მაყურებელი „თიბისი ბანკის“ იუბილეზე, 17 დეკემბერს იხილავს.