ელვის სპრესლის საძვალეს აუქციონზე გაყიდიან

ელვის სპრესლის საძვალეს აუქციონზე გაყიდიან

აუქციონის სახლი Julien's Auctions-ი, 24 ივნისს, გასაყიდად უჩვეულო ლოტს გამოიტანს, ეს გახლავთ საძვალე, რომელშიც 1977 წელს როკენროლის მეფე ელვის პრესლი დაკრძალეს. მოგვიანებით მომღერლის ცხედარი მის მამულში გადაასვენეს.  საძვალის საწყისი ფასი 100 000 დოლარია.

„იღბლიანი“ მყიდველსა და სასაფლაოს ხელმძღვანელობას შორის, მისი შესყიდვის შემდეგ, აკლდამის გამოყენებისთვის საჭირო ყველა ფორმალური საკითხი მოაგვარდება.

მიწისქვეშა აკლდამა, სადაც ელვისის ცხედარი მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში განისვენებდა, ტენესის შტატში, მემფისში მდებარეობს. საფლავი მემფისის ერთ-ერთ უძველეს სასაფლაო, ფორესტ-ჰილშია. ამჟამად, ელვის პრესლის ნეშტი მემფისში, მომღერლის კუთვნილ, გრეისლენდის მამულში, დედამისის საფლავის გვერდითაა დაკრძალული.