მიუზიკლი „ოლივერ“ რუსთაველის სცენაზე (VIDEO)

მიუზიკლი „ოლივერ“ რუსთაველის სცენაზე (VIDEO)

მსოფლიო წელს, დიდი ინგლისელი მწერილის ჩარლზ დიკენსის 200 წლისთავს აღინიშნავს. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა და თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა საავტორო უფლებების მქონე კამერონ მაკინტოშის კომპანიისგან მიუზიკლ „ოლივერ“ დადგმის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა.

17 ივნისს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლის  „ოლივერ!" პრემიერა გაიმართება. სპექტაკლი 18 და 19 ივნისსაც იქნება წარმოდგნილი.

რუსთაველის თეატრში, 29 მაისს დაგეგმილი პრემიერა მთავარი როლის შემსრულებლის, დავით დარჩიას ჯანმრთელობის მოულოდნელი გაუარესების გამო გადადიდო.
მსახიობი თავს უკვე კარგად გრძნობს, თუმცა მთლიანი დატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, ამ ეტაპზე როლს მოწვეული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე შეასრულებს.

მიუზიკლის მთავარი როლების შემსრულებლები, ოლივერი და ნენსი  2011 წლის შემოდგომაზე გამოცხადებული კონკურსით „ვინ არის ოლივერი“ შეირჩა. სპექტაკლის რეჟისორია დავით საყვარელიძე, დირიჟორი - ირაკლი ჩოლოყაშვილი. სპექტაკლში მონაწილეობას იღებენ რუსთაველის თეატრის მსახიობები, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. მათ შორის არიან, მანანა აბრამაშვილი,გოგა ბარბაქაძე, თენგიზ გიორგაძე,  ზაზა ბარათაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დარჩია, ნინო თარხან-მოურავი, ნანუკა ხუსკივაძე, ქეთი ხიტირი და სხვები.

მიუზიკლი „ოლივერი“ 1960 წელს ბრიტანელმა კომპოზიტორმა და ლიბრეტისტმა ლაიონელ ბერტმა დაწერა. მას საფუძვლად უდევს ჩარლზ დიკენისის ცნობილი რომანის „ოლივერ ტვისტის“ პირველი ნაწილი.