თბილისში იტალიელ მებაირაღეთა ფერადი სანახაობა გაიმართება(VIDEO)

თბილისში იტალიელ მებაირაღეთა ფერადი სანახაობა გაიმართება(VIDEO)

იტალიის რესპუბლიკის დაარსების 66–ე წლისთავთან დაკავშირებით, დღეს, თბილისში, მეიდანზე  19 საათზე  იტალიელ მებაირაღეთა ეროვნული გუნდის (sbandieratori) უჩვეულო წარმოადგენა გაიმართება. შოუს იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი გახსნის.

წარმოდგენაში მონაწილეობას იტალიის რვა ქალაქიდან და ექვსი რეგიონიდან  ჩამოსული სპორტსმენები და მუსიკოსები მიიღებენ (პიემონტი, ემილია-რომანია, მარკე, ტოსკანა, კამპანია და აპულია). ქართველ მაყურებელს კი საშუალება ექნება ნახოს ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ფერადი შოუ ღია ცის ქვეშ, რომელიც შუა საუკუნეებით თარიღდება.

ღონისძიება, ასევე იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლის იუბილეს ეძღვნება.

ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და თბილისის მერი გიგი უგულავა დაესწრებიან. შოუს ორგანიზატორია იტალიის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია და თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.