თბილისის უსახელო ქუჩებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სახელები დაერქმევათ

თბილისის უსახელო ქუჩებს „ვეფხისტყაოსნის“ გმირების სახელები დაერქმევათ

თბილისის უსახელო ქუჩებს „ვეფხისტყაოსანთან“ დაკავშირებული სახელები დაერქმევა. ტარიელის, ავთანდილის, ხატაეთის და სხვა მსგავსი სახელები თბილისის ოცამდე უსახელო ქუჩას გააერთიანებს.

რუსთაველის უკვდავი პოემის პერსონაჟების სახელებს სოფელ დიღომში არსებული უსახელო ქუჩები მიიღებენ. პარალელურად, იცვლება დედაქალაქში არსებული სხვა ქუჩების სახელებიც. ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე აკურის ქუჩას ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ბიძინა კვერნაძის სახელი მიენიჭა. ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს.