ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა

ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა

დღეს, „თიბისი გალერეაში“ „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების მხატვრული ნამუშევრების გამოფენა,– „ჩვენ ერთად ვართ“ გაიმართება. 
პროექტის მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაცია, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და სტიგმის შემცირება. 
გამოფენაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციის – „კავშირი ადამიანებისთვის, განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ“, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის და შპს „თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის რეაბილიტაციური განყოფილების“ ბენეფიციარები. 
ღონისძიებას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვ.