მაია მიმინოშვილი: არ გამოვრიცხავ ჩემი თანამდებობიდან გათავსუფლების მიზეზი ჩემი შვილის გუშინდელ აქციაში მონაწილეობა გამხდარიყო

მაია მიმინოშვილი: არ გამოვრიცხავ ჩემი თანამდებობიდან გათავსუფლების მიზეზი ჩემი შვილის გუშინდელ აქციაში მონაწილეობა გამხდარიყო

ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი არ გამორიცხავს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი 27 მაისს,  „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაში თავისი შვილის მონაწილეობის მიღება გამხდარიყო და აღნიშნა, რომ რეალურად არ ფლობს იმაზე მეტ ინფორმაციას, რაც განცხადებაში ისედაც იყო მითითებული.

„ვადასტურებ რომ ჩემი შვილი გუშინდელ აქციაზე იყო მისული, თუ კი ეს გახდა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, მაშინ ეს არის კატასტროფაა. ბევრი ხალხი როცა დავინახე აქციზე დავურეკე. მითხრა რომ აქციაზე ცოლთან ერთად მიდიოდა. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ფრთილად ყოფილიყო. ჩემს საკუთარ შვილს ვერ ვაკადრებ იმას, რომ ავუკრძლაო თავისი დამოკიდებულების გამოვლენა. იგი არის ნორმალური, ზრდასრული ადამიანი, ჰყავს ოჯახი, ცხოვრობს ცალკე, აქვს საკუთარი აზრი. ვეთანხმები თუ არ ვეთანხები მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, - განაცხადა მიმინოშვილმა from.ge-სთან საუბარში  

მიმინოშვილი ინტერესდება, თუ საიდან გაიგო შესაბამისმა უწყებებმა მისი შვილის აქციაზე ყოფნის ამბავი. მას ეჭვი აქვს, რომ ლაშა ყანჩაველსა და დედას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს მოუსმინეს.

რაც შეეხება მისი გათავისუფლებას,  მისი განმატებით, დაახლოებით ერთი სააათის წინ მივიდა სამსახურში, სადაც მინისტრთან საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.  მიმინოშვილის თქმითვე,  მინისტრისგან გათავისუფლების მიზეზად პირადადაც იგივე მოისმინა, რაც განცხადებაში ისედაც აღინიშნა.

„გამათავისუფლეს პრინციპული შეუთავსებლობის გამო. მე თავი დავუქნიე ვუთხარი რომ პრობლემა არ იყო და წამოვედი.  რას გულისხმობდნენ პრინციპულ შეუთავსებლობაში, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, მისი ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საქმის კარგად და ხარისხიანად გაკეთებაზე იყო ორიენტირებული. მისი თქმით, ის რეფორმები, რომლებიც  ამ სფეროში ხორციელდებოდა თითით საჩვენებელი იყო არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვისაც იყო მაგალითი. „ ეს  პრინციპულ შეუთავსებლობას ნიშნავს, მაშინ აქ სალაპარაკო არაფერი არ ყოფილა“.

მიმინოშვილი აცხადებს, რომ მას ურთიერთობა მხოლოდ მინისტრთან ჰქონდა, რომელთანაც  რაიმე მნიშნელოვანი სახის დაპირისპირება ან კონფლიქტი არასოდეს ჰქონია და აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების მიღების დროს იყო კამათიც, მსჯელობებიც, მოსაზრებების გაზიარებებიც, საბოლოოდ გადაწყვეტილებას მინისტრი ღებულობდა და ის ამას ასრულებდა.

„ საქმიან შეხვედრის ფარგლებში ვცდილობდი მოსაზრებების გაზიარებასა და ჩემი მოსაზრებების დაფიქსირებას. მეთქვა იქნებ ასე ან ისე აჯობებს. აი ამ ფარგლებში იყო მხოლოდ ურთიერთობა, თუ მოსაზრებების გაზიარება და რჩევების მიცემა პრინციპული  შეუთავსებლობაა, მაშინ მართლა არ ვიცი კომენტარი საერთოდ რაზე გავაკეთო“, - აცხადებს მიმინოშვილი.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და მის მომავალს, მიმინოშვილს უჭირს ამ საკითხზე საუბარი და აცხადებს, რომ ეხლა მხოლოდ იმაზე არის ორინეტირებული, დასრულდეს ყველა ის დაწყებული საქმე,  რომელსაც ამ სფეროში 10 წლის განმავლობაში ახორციელებდა.

„არ მინდა ეს გახდეს იმის მიზეზი, რომ გამოცდებთან დაკავშირებით  სიტუაცია აირიოს. ეხლა მიმდინარეობს საატესტატო გამოცდები და ეს არის დასასრულებელი. წინ მისაღები, სამაგისტრო და სასერთიფიკატო გამოცდებია. მოსამზადებელი სამუშაოები მართლაც აქტიურ ფაზაშია. ეხლა ერთდერთი მათზე ზრუნვა მინდა,  ჩვენს არცერთ აბიტურიენტს, მოსწავლეს თუ მასწვალებელს არაფერი დაუშავებია“, - დასძინა მიმინოშვილმა.

ცნობისთვის, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი პრინციპული შეუთავსებლობის მიზეზით  თანამდებობიდან გაათავისუფლეს.