ლაშა ყანჩაველი: (მაია მიმინოშვილის  შვილი)  დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი “ქართული ოცნების” აქციაზე

ლაშა ყანჩაველი: (მაია მიმინოშვილის შვილი) დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი “ქართული ოცნების” აქციაზე

"გამარჯობა მე ვარ მაია მიმინოშვილის შვილი ლაშა ყანჩაველი და დიახ გუშინ მეუღლესთან ერთად ვიყავი “ქართული ოცნების” აქციაზე.

ამის შესახებ, ლაშა ყანჩაველმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამ გზავნილით ის ადასტურებს, რომ მისი დედის მაია მიმინოშვილის გათავისუფლება პილიტიკური ნიშნით მოხდა.

ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი არ გამორიცხავს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი 27 მაისს,  „ქართული ოცნების“ ორგანიზებით გამართულ აქციაში თავისი შვილის მონაწილეობის მიღება გამხდარიყო და აღნიშნა, რომ რეალურად არ ფლობს იმაზე მეტ ინფორმაციას, რაც განცხადებაში ისედაც იყო მითითებული.

თავად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ მისი შვილი მეუღლესთან ერთად „ქართუყლი ოცნების“ აქციაზე იმყოფებოდა. ის გუშინ საღამოს ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა რომ აქციის მსვლელობაშიც მიიღო მონაწილეობა.

 „ვადასტურებ რომ ჩემი შვილი გუშინდელ აქციაზე იყო მისული, თუ კი ეს გახდა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი, მაშინ ეს არის კატასტროფაა. ბევრი ხალხი როცა დავინახე აქციზე დავურეკე. მითხრა რომ აქციაზე ცოლთან ერთად მიდიოდა. მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ფრთილად ყოფილიყო. ჩემს საკუთარ შვილს ვერ ვაკადრებ იმას, რომ ავუკრძლაო თავისი დამოკიდებულების გამოვლენა. იგი არის ნორმალური, ზრდასრული ადამიანი, ჰყავს ოჯახი, ცხოვრობს ცალკე, აქვს საკუთარი აზრი. ვეთანხმები თუ არ ვეთანხები მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, - განაცხადა მიმინოშვილმა from.ge-სთან საუბარში 

მიმინოშვილი ინტერესდება, თუ საიდან გაიგო შესაბამისმა უწყებებმა მისი შვილის აქციაზე ყოფნის ამბავი. მას ეჭვი აქვს, რომ ლაშა ყანჩაველსა და დედას შორის გამართულ სატელეფონო საუბარს მოუსმინეს.

რაც შეეხება მისი გათავისუფლებას,  მისი განმატებით, დაახლოებით ერთი სააათის წინ მივიდა სამსახურში, სადაც მინისტრთან საუბარი მხოლოდ რამდენიმე წუთი გაგრძელდა.  მიმინოშვილის თქმითვე,  მინისტრისგან გათავისუფლების მიზეზად პირადადაც იგივე მოისმინა, რაც განცხადებაში ისედაც აღინიშნა.

„გამათავისუფლეს პრინციპული შეუთავსებლობის გამო. მე თავი დავუქნიე ვუთხარი რომ პრობლემა არ იყო და წამოვედი.  რას გულისხმობდნენ პრინციპულ შეუთავსებლობაში, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

როგორც მიმინოშვილი აღნიშნავს, მისი ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ საქმის კარგად და ხარისხიანად გაკეთებაზე იყო ორიენტირებული. მისი თქმით, ის რეფორმები, რომლებიც  ამ სფეროში ხორციელდებოდა თითით საჩვენებელი იყო არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ძალიან ბევრი ქვეყნისთვისაც იყო მაგალითი. „ ეს  პრინციპულ შეუთავსებლობას ნიშნავს, მაშინ აქ სალაპარაკო არაფერი არ ყოფილა“.

როგორც ცნობილია განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, დღევანდელი ბრძანებულებით მაია მიმინოშვილი გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა