ბულგარეთში გამართულ მუსიკალურ კონკურსზე „Discover 2012”- ქართველმა მომღერალმა ბაიკო ასლამაზიშვილმა საუკეთესო ვოკალის წოდება მიიღო.
ბაიკო ასლამაზიშვილი შემდეგი გამოსვლებისთვის იტალიასა და ამერიკაში მიიწვიეს. საქართველოს ის ჰოლივუდში 8 ივლისს წარადგენს.
„Discover 2012”-ის კონკურსზე მონაწილეობას 20 ქვეყანა იღებდა, მათ შორის ესპანეთი, იტალია, ბულგარეთი, უკრაინა, მოლდოვა და ა.შ. კონკურსი ბულგარეთში, ქალაქ ვარნას ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა. სპეციალურად ამ კონკურსისთვის გიორგი შალვაშვილმა კონკურსანტისთვის ინგლისურენოვანი სიმღერა დაწერა. ტექსტის ავტორი კი, ჩეხი პოეტი ფლორიანა პაჩია.