კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ თელავის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ირაკლი სესიაშვილს წარადგენს, რომელიც ამჟამად კოალიცია „ქართული ოცნების“ თელავის შტაბს ხელმძღვანელობს. ამავე წყაროს ცნობით, ახმეტაში კენჭს ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დედოფლისწყაროში კი, ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყრის. ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის დაფუძნებამდე ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ პრეზიდენტი და მილიარდერის თანაშემწე იყო. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ლექსო თამაზაშვილი ხელმძღვანელობს „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს შტაბს.
ასვე გავრცელებული ინფორმაციით, სიღნაღში კენჭს ადვოკატთა ასოციაციის ამჟამინდელი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იყრის.