პირველი აგვისტოდან საქართველოს მოქალაქეები ახალი ტიპის მართვის მოწმობებს აიღებენ. ცვლილებებს დეპუტატები დღეს, ბიუროს სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილავენ.
მართვის ახალი მოწმობის აღება ნებაყოფლობითია. ის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისი გამოყენება ქვეყნის საზღვრებს გარეთაც იქნება შესაძლებელი.
იცვლება როგორც მოწმობის ვიზუალური მხარე, ასევე მისი ფუნქციები, სხვადასხვა ტიპისა და სიდიდის ავტომობილების მართვა ქვეკატეგორიებად იქნება დაყოფილი. თუ მოქალაქეს აქვს მხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება და სურს მოიპოვოს მისაბმელიანი, ან ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მართვის მოწმობა, მას აღარ მოუწევს გაიაროს თეორიული გამოცდა და მოწმობას, უფრო მარტივად, მხოლოდ პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღებს.