ვატიკანის ბანკის დირექტორი სკანდალის ფონზე დაითხოვეს

ვატიკანის ბანკის დირექტორი სკანდალის ფონზე დაითხოვეს

 ვატიკანის ბანკის დირექტორი ეტორე გოტტი ტედესკი, თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ვატიკანმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ტედესკი „არაჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას“.

დირექტორთა საბჭომ, მისთვის უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო. გარდა ამისა, ისინი იუწყებიან, რომ ეტორე გოტტი თანამდებობიდან განთავისუფლებულია. ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეტორეს განთავისუფლება ბანკის სისცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებისთვის აუცილებელი იყო.  სხვა  დეტალები კი. ამ დრომდე არ ვრცედება.

2010 წელს იტალიის პოლიციამ დაიწყო გამოძიება, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით, რომელშიც ეტორე გოტტი იყო გარეული.

ბანკი აპირებს დაიწყოს ახალი ხელმძღვანელის შერჩევა, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო საფინანსო თანამეგობრობასთან ურთიერთობების აღდგენას.

ეტორემ მის განთავისუფლებაზე კომენტარისგან თავი შეიკავა და ჟურნალისტებს განუცხადა,-„აჯობებს გავჩუმდე, თორემ ძალიან ბევრი არასასიამოვნო რამის თქმა მომიწევს“.