კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ახალი საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის საქართველოში პოლიტიკური უფლებების მინიჭებას ითვალისწინებს, აბსურდულს უწოდებს, რადგან არსებული კანონის შემთხვევაში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს შეუძლია საქართველოს პრეზიდენტიც გახდეს და ქვეყნის მთავარსარდალიც. ხიდაშელის განცხადებით, ასეთი კანონი არსად, არცერთ ცივილიზებულ ქვეყანაში არ მოქმედებს.
„ბიძინა ივანიშვილმა ამ ცვლილებებს სახელმწიფო გადატრიალება უწოდა. ამ ცვლილებებს პირველ რიგში, ქვეყნისთვის, შეიძლება სერიოზული გართულებებიც მოჰყვეს. ისეთი პრინციპული ცვლილება შემოდის, რომელიც ყველაფერს თავდაყირა აყენებს. არსად, არცერთ ცივილიზებულ სახელმწიფოში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. სამწუხარო ისაა, რომ ეს ხელისუფლება არა მარტო ამას, საერთოდ არაფერს არ ითვალისწინებს, ისინი ჩემთვის პირადად, სრულიად გაუთვალისწიენებელი მიზნებით მოქმედებენ. ამ ცვლილებებში იმდენი გაუგებრობა და ნონსესია, ვიმეორებ, ამას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის შეიძლება საზიანო შედეგიც მოჰყვეს“,-განაცხადა ხიდაშელმა.