შეიძლება ითქვას, რომ პაპარაცები, ცნობილი ადამიანების დაუძინებელი მტრები არიან. არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი უჩივის რეპორტიორებისა და ფოტოგრაფების გამუდმებულ დევნას, თუმცა პაპარაცებსაც აქვთ გამამართლებელი საბუთი,- ეს ხომ მათი პროფესიაა!
45 წლის ოსკაროსანი ვარსკვლავი ჰოლი ბერი, კი როგორც ჩანს ძალიან შეწუხდა და გადაწყვიტა ამერიკის პირველი პირისთვის ეთხოვა დახმარება. ჰოლიმ ბარაკ ობამას ოფიციალური განცხადებით მიმართა, სადაც პრეზიდენტს სთხოვს, რომ იმ ფოტორეპორტიორებისთვის, ვინც ვარსკვლავებისა და მათი შვილების პირად ცხოვრებაში უხეშად იჭრება დამსჯელობითი ზომები გაამკაცრონ, ან ფულადი ჯარიმები დაუწესონ.
ვარსკვლავის აზრით, აშშ-ში ცნობილი ადამიანების პირად ცხოვრებაში არალეგალურად ჩარევის გამო დამნაშავეები მსუბუქად ისჯებიან. ჰოლი ამბობს, რომ ამას საკუთარი თავისთვის არ ითხოვს. ის ცდილობს, აბეზარი ფოტოგრაფებისგან შვილი დაიცვას.
ჰოლივუდის ვარსკვლავის აზრით, სამართლებრივი სისტემის გაუმჯობესება და პრობლემების მოგვარება ამ შემთხვევაში მხოლოდ ბარაკ ობამას შეუძლია.