აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის  პარალელურად,  საქართველოში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით  აქცია გაიმართა

აშშ-ში მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის პარალელურად, საქართველოში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

აშში-ში საქართველოს პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის პარალელურად  საქართველოში სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით  აქცია გაიმართა. „დემოტიქსის“ ინფორმაციით,  მომიტინგეები რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო მუზეუმისა და ბიბლიოთეკის წინ შეიკრიბნენ და სააკაშვილს, რომელიც იმ წუთებში დარბაზში 400-კაციან აუდიტორიას მიმართავდა, ავტორიტარი უწოდეს.

მათივე ცნობით, აქციაში  ადამიანთა მცირე ჯგუფი მონაწილეობდა.

 აქციის ერთ-ერთი მონაწილის,ლაშა შანიძის განცხადებით, სააკაშვილის რეჟიმმა იგი უკანონოდ დააკავა და 50 დღე ციხეში ამყოფა, რის შემდეგაც ამერიკაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

„სამწუხაროდ, სააკაშვილმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო და ქვეყანას, როგორც ტირანი და ადამიანის უფლებების დამრღვევი ერთპიროვნულად მართავს. პრეზიდენტ რეიგანს შერცხვებოდა იმის გამო, რასაც ის თავის ქვეყანას უკეთებს,“ - განაცხადა ლაშა შანიძემ.