ლეიბორისტულმა პარტიამ შს სამინისტროსთან აქცია გამართა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაეროს გენერალურ მდივანს და სხვადასხვა ქვეყნის შს და უშიშორების სამინისტროებს,საქართველოსთან ურთიერთობის შეჩერებისკენ მოუწოდებს.
,,მოგმართავთ, არ გასცეთ გრანტები დამსჯელებზე, არ გაუზიაროთ გამოცდილება, არ განახორციელოთ კონტაქტები და ინფორმაციის გაცვლა, სამინისტროს მაღალჩინოსებზე დააწესეთ სავიზო შეზღუდვები თქვენს ქვეყნებში გადასაადგილებლად, არ შეუსრულოთ ინტერპოლის ხაზით გამოცხადებული ძებნის დავალება საქართველოს მოქალაქეებზე, რადგან ბევრი მათგანი სწორედ პოლიტიკური მოტივით იდევნება”, -განაცხადა ლეიბორისტულმა პარტიის ლიდერმაშალვა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ სანამ არ მოხდება შინაგან საქმეთა მინისტრის, მოსახლეობაში ,,მკვლელის სახელით” ცნობილი ვანო მერაბიშვილის გადადგომა, არ დაიშლება აღნიშნული რეპრესიული სამინისტრო სხვადასხვა უწყებებად, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ასევე მსოფლიოს ყველა დემოკრატიული ქვეყნის შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრებმა საქართველოსთან უნდა შეაჩერონ სამართლებრივი თანამშრომლობა.
ნათელაშვილის განცხადებით, შს სამინისტროს შეთვისებული აქვს სააკაშვილის ერთპიროვნული ნებით პოლიციური, უშიშროების, სასაზღვრო უწყების და სხვა უამრავი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ნაცვლად რეჟიმის ოპონენტების დევნას, თვალთვალს, მშვიდოაბიანი აქციების დარბევას, ხალხის ჩახოცვას და მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების დატერორებას ეწევა.
,,გაეროს გენერალურ მდივანს ვთხოვთ, გამოყოს სპეციალური კომისია, რომელსაც მივაწვდით ყველა მასალას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხირციელებული ტერაქტებისა და პოლიტიკური დევნის ფაქტებზე”, -განაცხადა ნათელაშვილმა.