გორი „დურუჯის“ თეატრალური ფესტივალის კომისიას უმასპინძლებს

გორი „დურუჯის“ თეატრალური ფესტივალის კომისიას უმასპინძლებს

წელს, თეატრალური ფესტივალს „დურუჯის“ კომისიას, გორის ერისთავის თეატრი მასპინძლობს. თეატრი პირველად იღებს მონაწილეობას ამ ფესტივალზე.

ნომინაციაზე „საუკეთესო რეჟისორი“ წარდგენილია რეჟისორი სოსო ნემსაძე, პერფომანსით „საქსაphone“.

 „საქსაphone“ ექსპერიმენტალური წარმოდგენაა, ის 12 საათიანი შეუსვენებელი რეპეტიციის ნაყოფია. „საქსაphone“ რეჟისორის სრული იმპროვიზაციაა, დაიდგა სცენარის გარეშე, 12 საათში. არაა გამოყენებული არც კოსტუმები და არც დეკორაცია. მთავარ როლში არა მსახიობი, არამედ ნამდვილი ქუჩის მუსიკოსია.

პერფორმანსი „საქსაphone“ -ს პრემიერა 2012 წლის 9 მარტს შედგა და მას შემდეგ ანშლაგით მიმდინარეობს.

 „4 წლის წინ, პრემია „დურუჯი“ მხოლოდ ერთ ლაურეატს გადაეცემოდა. შარშან ლაურეატების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, წელს კი კიდევ ერთი ნომინაცია დავამატეთ – წლის საუკეთესო მხატვარი. ჩვენ არ ვღალატობთ დაპირებას და ვცდილობთ ყოველწლიურად დავხვეწოთ არა მხოლოდ პრემიის გაცემის პირობები, არამედ გავზარდოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც წლის განმავლობაში თეატრალურ სფეროში შეტანილი ღვაწლი დაუფასდება. როგორც ხედავთ, „დურუჯი“ ისევ იზრდება და ვითარდება“- აცხადებს „დურუჯისა“ და საქველმოქმედო ფონდ „ცისკარი“-ს დამფუძნებელი - ლაშა პაპაშვილი.

გორის დრამატულ თეატრში კვირას 7 საათზე პერფორმანსი „საქსაphone“  კიდევ ერთხელ დაიდგმება.