ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და მოქალაქეობას ამის შედეგ დავიბრუნებ

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში და მოქალაქეობას ამის შედეგ დავიბრუნებ

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მისი მიმართვა პრეზიდენტის მიმართ იმას არ ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, კოალიციის ბაზაზე მოგვიანებით ჩამოყალიბდება ბლოკი, რომლის სახელი  „ივანიშვილი - ქართული ოცნება“ იქნება.

„ჩემი განცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მე უარს ვამბობ არჩევნებში მონაწილეობაზე. შეიძლება არ ჩავეწერო სიაში და არ ვიყო პირველ ნომრად. მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ჩვენ აუცილებლად მოვალთ  ხელისუფლებაში და მოსვლის შემდეგ დავიბრუნებ მოქალაქეობას. აღვიდგენ რაც კანონით მეკუთვნის და პრემიერ-მინისტრის პოსტსაც დავიჭერ“, - განაცხადა ივანიშილმა და დასძინა რომ ამის შემდეგ ყველაფერი  ისე იქნება, როგორც პარტიამ დაგეგმა.