BBC-ს დოკუმენტური ფილმი -„ევროვიზიის ბინძური საიდუმლო“ (VIDEO)

BBC-ს დოკუმენტური ფილმი -„ევროვიზიის ბინძური საიდუმლო“ (VIDEO)

ინგლისში ტელეარხმა BBC-მ აჩვენა ბაქოში მიმდინარე „ევროვიზია 2012“-ის კონკურსთან დაკავშირებული სკანდალური ფილმი, რამაც მისი, ერთ-ერთი მონაწილე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი, 76 წლის ენგელბერტ ჰამპერდინკი უხერხულ სიტუაციში ჩააგდო.

BBC-ს ინგლისელი ჟურნალისტების მიერ, გადაღებულ ფილმს „ევროვიზიის ბინძური საიდუმლო“  და მასში მკაცრად გაკრიტიკებულია აზერბაიჯანის პოლიტიკა და აღნიშნული ქვეყნის მსოფლიო პრობლემებთან დამოკიდებულება. ფილმის ავტორების აზრით, ქვეყანაში, რომელშიც უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები, არ უნდა ტარდებოდეს საერთაშორისო კონკურსები. მითუმეტეს „ევროვიზიას“,  სადაც ხშირად ძალიან ბერვი არატრადიციული ორიენტაციის სტუმარია. ისინი კი აზერბაიჯანში მკაცრად იდევნებიან.

ბრიტანელმა თანამემამულეებმა  ევროვიზიის ბრიტანელ მონაწილეს მოუწოდეს, აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დამცველ „ელჩად“ ქცეულიყო, პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ, მოთხოვნა გაევრცელებინა  და კონცერტზე გამოსულიყო მაისურით, რომელსაც ექნებოდა წარწერა,-„გაათავისუფლეთ ისინი“.
 მომღერლის აზრით, პოლიტიკასა და მუსიკას საერთო არაფერი აქვს და სწორედ ამიტომ კომენტარისა და პოლიტიკური განცხადებებისგან თავს იკავებს.
„მომღერლი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს საკუთარ ქვეყანას და მის პოლიტიკას,“- ასეთი შეფასება მისცეს ჟურნალისტებმა მომღერლის ქმედებას. მეორე დღეს კი, ლონდონის ცნობილმა გამოცემებმა კი, მისი  მისამართით აგრესიული სტატიები დაბეჭდეს.

„ის საკუთარ ქვეყანას არცხვენს“, - წერენ ინგლისელი ჟურნალისტები.