ობამას დღიურები: თუ ხალხს ვეყვარები ბრძოლას გავაგრძელებ

ობამას დღიურები: თუ ხალხს ვეყვარები ბრძოლას გავაგრძელებ

„ძვირფასო დღიურო, ჯერ ისევ ძალიან ვღელავ, მართლა რომ დავმარცხდე?“- ეს ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას პირადი ფრაზაა, რომელიც მან საკუთარ დღიურს  გაანდო. ერთ-ერთმა, მსხვილმა ამერიკულმა  გამოცემამ, კი პრეზიდენტის პირადი ჩანაწერები პოლიტიკურ ბლოგზე გამოაქვეყნა. არავინ იცის, საიდან მოხვდა ამერიკის პირველი პირის პირადი დღიური ამ გამოცემის ხელში,  თუმცა, ფაქტია, რომ დღიურში  ობამა საკუთარ გრძნობებსა და შიშებზე საუბრობს. ამერიკის პირველი პირი უკვე, რამდენიმე წელია დღიურს აწარმოებს და ამ კონკრეტულ ჩანაწერებში ის, 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ,  სტრატეგიულ პიარ-სვლებს ინიშნავს, რომელსაც გულმოდგინედ და დამოუკიდებლად ამუშავებს.

- დიახ, ვიცი, რომ  ტელეარხ Fox-ისთვის არ უნდა მეყურებინა,  რატომ არიან ისინი ჩემს მიმართ წინასწარ ცუდად  განწყობილნი?  ვიმედოვნებდი, რომ გეი-ქორწინებებთან დაკავშირებით ჩემი სვლა გაამართლებდა. მადლობა ელენ დეჯენერესს მხარდაჭერისთვის. ვერაფრით ვმშვიდდები. მიშელს დავპირდი, პოზიტიურად ვიაზროვნებდი. მაგრამ ის ვერ ხედავს, როგორ ცდილობენ ჩემთვის ტკივილის მოყენებას. გეგმა მჭირდება. ერთი საათი ვფიქრობდი და აი, სადამდე მივედი:

1ვმუშაობთ უიღბლო-ქველმოქმედის იმიჯზე: როგორც ყოველთვის, საქველმოქმედო აქციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების გზით. 

პლიუსები: მოგზაურობა, ხალხთან ურთიერთობა, ნობელის პრემიაზე ნომინირების შანსი.

მინუსები: ბილთან იმუშავა, ჯიმთან ჩავარდა. რა მოხდება, თუ ჩრდილოეთ კორეის პრობლემის მოგვარების პროცესში ჩამითრევენ?

2. ოპერაცია SCOTUS, რა თქმა უნდა, დიდი დრო დასჭირდება. ყურადღება ჰარვარდის იურიდიულ სკოლაზე უნდა გავამახვილო, ბოლოს და ბოლოს, მე იქ იმ შემთხვევაშიც მიმიღებენ, თუ პრეზიდენტი ვერ გავხდები. ჰილარი ბილთან ერთად, სავარაუდოდ, რომნის გაუსწრებენ. ამ ორს კი ჩემი ვალი აქვთ. მშვიდად, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, ყველაფერს მოვასწრებ. 

პლიუსები: დასვენების დღეები ჩიკაგოში. კალათბურთის მოედანი!

მინუსები: დამტიცების ხანგრძლივი პროცესი. ჯანდაცვის გადარჩენა შეუძლებელია. 

3. წიგნების წერა. ამას ყველაფრის მიუხედავად გავაკეთებ! ბიოგრაფიას დავწერ. მერე რა? მე მითხრეს, რომ ეს კარგი აზრია,  განსაკუთრებით თუ მასში სექსის სცენები არ იქნება. 

პლიუსები: ჩემი ნამდვილი სიყვარული! იძულებითი მოწევა. 

მინუსები: არ შემიძლია ნაგავში გადაგდებული ჯიმი კარტერის მემუარები დავივიწყო. 

4. ბედი ჰოლივუდში უნდა ვცადო. იქ მეგობარი ჯორჯ კლუნი მყავს. HBO-სთვის სერიალი უნდა მოვამზადო, თუ როგორ გავხდი პრეზიდენტი. საჭირო ხალხი დამეხმარება. 

პლიუსები: დასვენების დღეები ჰავაიზე. გოლფი

მინუსები: ოთხი წელი კორტეჟით სიარულის შემდეგ, მანქანის მართვას გადავეჩვიე.  

5. მიშელს რამე უნდა მოვუხერხო. მას ჩემი კარიერის დიდი ხანია შურს. იქნებ მან ჰილარი შეცვალოს და ილინოისის შტატიდან სენატში კენჭი იყაროს? ოპრა ამბობს,  რომ უმჯობესია ტელევიზიაში წავიდეს. ხო, კარგი აზრია, არხ View-სთვის რამეს მოვიფიქრებთ. 

პლიუსები: ქორწინებაში ბალანსი

მინუსები: მას ტანსაცმლის დიზაინი უფრო აინტერესებს. 

6. არჩევნების შედეგების მიხედვით გადავწყვეტ, რა ვქნა. თუ ხალხს ვეყვარები, ბრძოლას გავაგრძელებ...

დღეისთვის კმარა. მალე დავბრუნდები. 

ბარაკი.