გუშინ, რუსული ელიტის ყურდღების ცენტრში, კიდევ ერთი ქართველი პატარძალი მოექცა. ცნობილი რუსი რეჟისორის ფეოდორ ბონდარჩუკის ვაჟი, სერგეი, რუსეთში მოღვაწე ქართველი სპორტსმსენის,ოლიმპიური ჩემპიონისა და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიხეილ მამიაშვილის, ქალიშვილ თათა მამიაშვილზე დაქორწინდა.
ბონდარჩუკმა ქორწილამდე პირობა დადო, რომ მისი ვაჟისა და ქართველი სარძლოს ქორწილი, ელიტური ქრონიკის კაშკაშა მოვლენა იქნებოდა. მან პირობა შეასრულა კიდევაც და ეს ქორწილი დიდი ხნის განმავლობაში იქნება განხილვის საგანი, თავისი გრანდიოზულობითა და შეუდარებლობით.
ხელმოწერის, ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ქორწინების სახლიდან, წყვილი მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საქორწინო დარბაზისკენ გაემართა, მათ თან მრავალრიცხოვანი მაყრიონი ახლდათ, ქორწილში 700 - ამდე სტუმარი იყო მიწვეული. მათ შორის, მოსკოვის პოლიტიკური და კულტურული ელიტის წარმომადგენლები და არა მარტო მოსკოვის, ქორწილში იმყოფებოდა ინგუშეთის პრეზიდენტი, სახელმწიფო დუმის წარმომადგენელი ანდრეი ვორობიევი, კრასნოდარის გუბერნატორი, რუსეთის პრეზიდენტის პირველი სრულუფლებიანი მრჩეველი ალექსანდრ ხლოპოლინი. დიმიტრი მედვედევის პრესსამსახურის უფროსი ნატალია ტიმაკოვა. მოსკოვის ბოქსის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ლებზიაკი. რუსეთის ფედერაციის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი ლეონიდ ტიაგაჩევი. ლეგენდარული ხოკეისტი პაველ ბურე და ა.შ.
ყველა აღფრთოვანებული დარჩა პატარძლის საქორწინო ბეჭდით, რომელიც ბრილიანტის თვლებით იყო გაწყობილი. ბრწყინავდა, ცნობილი რუსი დიზაინერების მიერ, სპეციალურად თათასთვის შეკერილი თეთრი საპატარძლო კაბაც, რომელიც ათასობით, თვალისმომჭრელი კრისტალით იყო გაწყობილი და გრძელი თეთრი ფატა ამშვენებდა.
საქორწინო დარბაზის წინ, რაიონის მცხოვრებლებს, უნიკალური ავტომანქანების ნამდვილი გამოფენა დახვდათ, სტუმრები მოსულები იყვნენ, ისეთი მანქანებით როგორებიცაა Bentley, Porsche, Rolls Royce და ა.შ.
სტუმრებს სუფრაზე ტრადიციული საკვების გარდა, დელიკატესების ფართო არჩევნიც დახვდათ, მენიუში იყო სახალინური კიბორჩხალა, ზღვის კბილანა, ხამანწკები და სხვა ეგზოტიკური კერძები. რაც შეეხება სასმელს, უმაღლესი კლასის წითელი და შავი ღვინო, და სხვა სასმელები. თითოეულ სტუმარზე დაახლოებით, 12 000 რუბლი იყო გათვლილი.
საქორწინო საჩუქრებს შორის, იყო ორკაციანი ველოსიპედი, რომელიც წყვილისათვის სპეციალური შეკვეთით დამზადდა, გარდა ამისა, საჩუქრის სახით შემოვიდა სოლიდური თანხებიც.
ახალდაქორწინებულების მეგობრების თქმით, წყვილი ერთმანეთთან დაკავშირებამ ძალიან შეცვალა. ახლა ისინი უფრო დინჯები არიან და ერთი სული აქვთ შვილები ეყოლოთ.
თათა სერგეიზე ორი წლით უმცროსია, მათ ერთმანეთი ერთი წლის წინ გაიცნეს. როგორც თათა ამბობს, მათი საბედისწერო გაცნობის შემდეგ ეპატაჟური და თავზეხელაღებული სერგეი ძალიან შეიცვალა.
საღამოზე შესრულდა 90-იანი წლების სასიყვარულო სიმღერები, რომლებიც ცნობილ რუს შემსრულებლებთან ერთად ახალგაზრდა ივან დორნმა შეასრულა.
ქორწილის ორგანიზებას, თვალს თავად სიძის დედა, სვეტლანა ბონდარჩუკი ადევნებდა. ქორწინების სახლი, ხელისმოწერის დროს დაკეტილი იყო უცხო პირებისთვის, სვეტლანა თავად აკონტროლებდა რომ ცერემონიას მშვიდად და გეგმის მიხედვით ჩაევლო. მანვე შეარჩია პირველი საცეკვაო ვალსის სიმღერაც.
საბოლოო, ჯამში ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, ქორწილი მართლა ზღაპრული იყო და როგორც დღეს წყვილის ფოტოებით აჭრელებულ რუსულ პრესაში წერენ „ყველაფერი ისე იყო, როგორც კინოში“.