კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს

ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან დაბადებული და ქვეყანაში ათი წელი მაინც უცხოვრიათ, როგორც არჩევნებში კენჭისყრის, ასევე ხმის მიცემის უფლებაც ექნებათ. კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს პარლამენტი პირველი მოსმენით დღეს განიხილავს.

ცვლილებების პროექტის თანახმად, ასევე აუცილებელია - პირი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობა სურს ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდეს საქართველოში.

საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა „ქრისტიან-დემოკრატებს“ ეკუთვნით. ფრაქციის წევრების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს პოლიტიკური აქტივობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება.