ქუთაისის თეატრში სპექტაკლზე გაწვიმდა

ქუთაისის თეატრში სპექტაკლზე გაწვიმდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში რეაბილიტაციის დასრულებიდან 4 დღის შემდეგ, სპექტაკლ „შემოსავლიანი ადგილის“ დაწყებიდან 15 წუთში გაწვიმდა.თავდაპირველად, მაყურებელმა ჩათვალა, რომ სცენაზე წყალი სპექტაკლის შემადგენელი ნაწილი იყო,თუმცა, მალევე გაირკვა, რომ სცენაზე წვიმის წყალი სახურავიდან ჩადიოდა.მომხდარის გამო, მსახიობებს ექსტრემალურ პირობებში მოუწიათ თამაში.

მესხიშვილის ახლად რეაბილიტირებული თეატრის სცენაზე წვიმა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა, ვიდრე გარეთ წვიმამ არ გადაიღო. მესხიშვილის სახელობის თეატარის რეაბილიტაცია გასული წლის ბოლოს დაიწყო და ის 2 მაისს, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისის განახლებულ ცენტრალურ მოედანთან ერთად გახსნა.