გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების რეგიონულ ხელმძღვანელებს შეხვდა.
შეხვედრა სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ საკითხებსა და გამოწვევებზე, ასევე იმაზე, როგორ გაძლიერდეს კოორდინაცია და უწყებათშორისი თანამშრომლობა.
გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა, რომ ეფექტური კომუნიკაცია და ერთიანი მუშაობის ფორმატი აუცილებელია რეგიონის განვითარებისთვის და მოსახლეობის ინტერესებზე სწრაფი რეაგირებისთვის.