კახა გოგოლაშვილი: საქართველოს მიმართულებით  ნატოს გაფართოების კონტექსტში სოციალისტების პოზიცია ფრთხილი იქნება

კახა გოგოლაშვილი: საქართველოს მიმართულებით ნატოს გაფართოების კონტექსტში სოციალისტების პოზიცია ფრთხილი იქნება

ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი საფრანგეთში გამართულ საპრეზიდნეტო არჩვენებში „სოციალისტ“ ფრანსუა ოლანდის გამარჯვების შედეგად, ნატოს გაფართოების კონტექსტში, საქართველოსთან მიმართებაში ნაკლებ მხარდაჭერას მოელის.

„ტრადიციებს თუ დავაკვირდებით საერთოდ, სოციალისტები საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებად აქტიურები არიან. ჩვენს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საფრანგეთის პოზიცია ისედაც მაინცდამაინც ჩვენთვის გამოსადეგი არ იყო, მაგრამ სოციალისტების პოზიცია კიდევ უფრო ფრთხილი იქნება და კიდევ უფრო ნაკლებად მხადამჭერი ნატოს გაფართოების კონტექსტში“,-განაცხადა გოგოლაშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოლა სარკოზი დამარცხდა.მას „სოციალისტმა“ ფრანსუა ოლანდმა 4 %-ით სძლია.

წინასწარი შედეგებით, ოლანდმა ხმათა 51,01 % მიიღო, სარკოზიმ კი - 48,99 %.