კახა კუკავა: მივესალმები ნინო ბურჯანაძის განცხადებას და მზადყოფნას

კახა კუკავა: მივესალმები ნინო ბურჯანაძის განცხადებას და მზადყოფნას

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მხოლოდ მიესალმება ნინო ბურჯანაძის განცხადებას არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, შესაძლო თანამშრომლობის შესახებ. „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, ქართულ საზოგადოებაში არის იმის მოთხოვნა, რომ მესამე ძალა რეალურად იქნეს საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი.

„ძალიან ხშირად მიმდინარეობს მესამე ძალაზე საუბარი. მეც არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს. უბრალოდ, საარჩევნო ბლოკები, ძირითადად, წინასაარჩევნოდ ყალიბდება ხოლმე. ვფიქრობ, დღეს ქართულ საზოგადოებაში არის იმის მოთხოვნა, რომ რეალური ოპოზიცია წარმოდგენილი იყოს საპარლამენტო არჩევნებში. მივესალმები ქალბატონი ნინოს განცხადებას და მის მზად ყოფნას.

რაც შეეხება იმას, თუ კიდევ ვინ შეიძლება მესამე ძალაში გაერთიანდეს, ჩემი მხრიდან ალბათ არ იქნება კორექტული პიროვნებების სახელების და გვარების დასახლება. შემიძლია ავღნიშნო მხოლოდ ის, რომ არსებობს რამდენიმე ორგანიზაცია, რომელთაც გარკვეული დაინტერესება ამ ბლოკის მიმართ გააჩნიათ და თუ მათ ღიად გამოხატეს ეს სურვილი, ჩვენ ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით“,- აღნიშნა კუკავამ.

შეგახსენებთ, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში , „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერ კახა კუკავასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.ბურჯანაძემ დღეს ეს განცხადება Presage.tv-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.